საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებო მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, რომელიც 18 ივნისიდან 3 ივლისამდე უნგრეთში ჩატარდება.
FINA-მ მონაწილე 16 ნაკრები ოთხ კალათაში განთესა და საქართველო, როგორც ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდი მონაწილეთა შორის, ბოლო, მეოთხე კალათაში მოხვდა.
I კალათა
სერბეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ესპანეთი
II კალათა
მონტენეგრო, აშშ, კანადა, ხორვატია
III კალათა
ბრაზილია, იტალია, გერმანია, ავსტრალია
IV კალათა
სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, იაპონია, საქართველო
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება, წილისყრა კი 12 აპრილს გაიმართება.