საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელი უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ „გაგრაში“ ვარჯიშობდა, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ამ კლუბში ითამაშებს.
„გაგრამ“ აშკარა მინიშნება გააკეთა ტრანსფერის დადასტურების შესახებ სოციალურ ქსელში. კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია. საინტერესოა, რომ კვიკრველიას კარიერაში „გაგრა“ პირველი ქართული გუნდია.
გამოცდილ მცველს მანამდე „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და ხარკოვის „მეტალისტს 1925“-ში უთამაშია.