ფეხბურთი

19:15 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ფეხბურთელი: "ყველა რუსი, რომლებიც ომს მხარს უჭერენ, სხვა ქვეყნებმა სამშობლოში უნდა გააძევონ"

ათენის აეკ-ის ფეხბურთელმა იევჰენ შახოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა რუსი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ომს მხარს უჭერს, სამშობლოში უნდა გააძევონ.

„ვფიქრობ, რომ ყველა რუსი, რომელიც სხვა ქვეყნებში იმყოფებიან და ამავდროულად დემონსტრაციულ მარშებს მართავენ რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერად, რუსეთში უნდა დაბრუნდნენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტით უნდა თავიანთ სამშობლოში უნდა დააძევონ“, - დაწერა შახოვმა სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ იევჰენ შახოვს „დნიპროსა“ და კიევის „არსენალში“ უთამაშია, 2016 წლიდან კი ჯერ პაოკ-ის, მერე „ლეჩესა“ და ახლა აეკ-ის წევრია.

0.119525