ფეხბურთი

15:52 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილმა "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტულის „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. შესაბამისად, ქართველი ნახევარმცველი რუსულ კლუბში ზაფხულშიც არ დაბრუნდება.

ინფორმაცია „არსენალის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა და განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება ოჯახური გარემოებებით ახსნა.

დავითაშვილი ამჟამად „დინამო ბათუმში“ ვარჯიშობს და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს ხანში, დეტალების მოგვარების შემდეგ უნდა დადასტურდეს.

21 წლის დავითაშვილი 2019 წლიდან „რუბინში“ თამაშობდა, შემდეგ „როტორში“ გადავიდა, ხოლო გასული წლის ზაფხულში „არსენალში“ ჩაირიცხა, რომლის რიგებში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.120067