ფეხბურთი

11:02 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მატჩებში უკრაინის მხარდამჭერი და ომის საწინააღმდეგო აქციები რუსულ არხზე დაბლოკეს

იტალიის სერია A-ს მატჩებში უკრაინის მხარდასაჭერი და ომის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქციები იმართება, მაგრამ როგორც გაირკვა, ბოლო ტურში რუსეთში ამის გამო ორი მატჩი დაბლოკეს.

საუბარი „მილანი“ – „ბოლონიასა“ და „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩებზე. ინფორმაცია Lega Serie A-ს ასამბლეაზე ლიგის პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ გაავრცელა. როგორც მან თქვა, „იუვე“ – „ინტერის“ მატჩის წინ იტალიელი და უკრაინელი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერა „Imagine” რუსულ ტელეარხზე დაიბლოკა, ისევე, როგორც „მილანი“ – „ბოლონიას“ თამაში.

კაზინიმ განაცხადა, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას პირდაპირი ინიციატივებით და შემოწირულობებით გააგრძელებენ, ხოლო რუსეთში შესაძლოა მატჩების ტრანსლირება დაბლოკონ. სერია A-ს პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ რუსეთში მსგავსი ფაქტები მანამდეც დაფიქსირდა.

თეგებისერია A
0.126868