„უიპეშტის“ ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი თავდამსხმელის თამაში ვებგვერდმა csakfoci-მ გამოარჩია.
„პირველ ტაიმში კარგ პოზიციაში იყო, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, 82-ე წუთზე უფრო რთულ სიტუაციაში 17 მეტრიდან დაარტყა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და 6 მატჩში 6 გოლის გატანა მოასწრო. „უიპეშტი“ ამჟამად 33 ქულით მეშვიდე ადგილზეა.