„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ბენფიკას“ ნახევარმცველმა, ადელ ტაარაბტმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ არ ეშინიათ.
„შანსი ჩვენც გვაქვს, რადგან მეოთხედფინალში ვართ. „ლივერპულს“ პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით როგორი ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ ძლიერი მხარეები ჩვენც გვაქვს. გვყავს თავდამსხმელები, რომლებსაც მატჩის ბედის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა შეუძლიათ.“ - ციტირებს მაროკოელი ფეხბურთელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„ბენფიკა“ - „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 5 აპრილს გაიმართება ლისაბონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.