ფეხბურთი

12:54 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მზადაა კეინი გაიფორმოს, თუკი...

მადრიდის „რეალი“ მზადაა „ტოტენჰემის“ შემტევის, ჰარი კენის ტრანსფერზე იმუშაოს თუკი პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს, ან დორტმუნდის „ბორუსიის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს ვერ გადაიბირებს - გვამცნობს Fichajes.

28 წლის კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია. ამ გუნდის მაისურით ჯამში მან 378 მატჩი ჩაატარა, 243 ბურთი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან მის კონტრქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

შარშან ის ძალიან ახლოს იყო „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან, თუმცა მოლაპარაკება ბოლო წამს ვერ მოხერხდა.

0.114327