ფეხბურთი

10:24 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი - „ბოლონიასთან“ ფრეზე: „ქაღალდზე გამარჯვება იოლი ჩანდა, მაგრამ ფეხბურთს ქაღალდზე არ თამაშობენ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, სერია A-ს 31-ე ტურში „ბოლონიასთან“ უგოლო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვერ ვიპოვეთ ის მცირე საშუალება, ბურთის საბოლოო შეხება, პასი ან დარტყმა, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა. ასეთ მატჩებში თუ მალევე გაიტან, შემდეგ ყველაფერი იოლად მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება ძნელდება.

წამითაც არ ვუშვებ იმ აზრს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს. გუნდმა სწორი მენტალიტეტით ითამაშა, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

არ მოგატყუებთ, ქაღალდზე „ბოლონიასთან“ გამარჯვება იოლი ჩანდა, მაგრამ ფეხბურთს ქაღალდზე არ თამაშობენ. ახლა კიდევ ერთი მძიმე მატჩი გველის, „ტორინომ“ „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ დააკარგვინა ქულები.

ვფიქრობ, საჩემპიონო რბოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება,“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.

67 ქულით „მილანი“ კვლავ ლიდერობს სერია A-ს ცხრილს.

0.112113