ფეხბურთი

23:06 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი მზადაა სხვა კლუბში იჯარით გადავიდეს

ედენ აზარმა მადრიდის „რეალი“ ზაფხულში შესაძლოა იჯარით დატოვოს. მიზეზი მსოფლიოს ჩემპიონატია, რომლის წინ ბელგიელ ფეხბურთელს ფორმაში ჩადგომა სურს.

აზარი „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, მაგრამ თუ მადრიდელები ზაფხულში კილიან მბაპეს დაიმატებენ, მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო მკვეთრად შეიზღუდება.

As-ის ინფორმაციით, აზარი კლუბის დატოვებას განიხილავს, თანახმაა იჯარითაც წავიდეს, მაგრამ არსებობს ერთი სერიოზული დაბრკოლება - ხელფასი. ედენი „რეალში“ სეზონში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რის გადახდას ესპანური გრანდი არ აპირებს თუ ის იჯარით წავა.

აზარს „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მან 2019 წლიდან დღემდე „სამეფო კლუბის“ მაისურით დღემდე 65 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო.

0.11291