კალათბურთი

12:35 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 ქულა იტალიის ჩემპიონატში

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტრიესტეს“ ესტუმრა და 92:81 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 20 მოგებით და 3 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 აპრილს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს, რომელიც მისი უშუალო კონკურენტია (19 მოგება, 3 წაგება) და ამ დროისთვის მეორე საფეხურზეა.

0.117212