ფეხბურთი

11:58 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "ფრაიბურგთან" 12 ფეხბურთელით ითამაშა და შესაძლოა დაისაჯოს

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგთან“ 12 ფეხბურთელით ითამაშა, მართალია მხოლოდ 30 წამის განმავლობაში, მაგრამ მაინც და შესაძლოა ამის გამო ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

85-ე წუთზე იულიან ნაგელსმანმა მოედანზე ნიკლას ზულე შეუშვა, მაგრამ მოედნიდან არავინ გასულა. ეს ყველაფერი მასპინძელთა ფეხბურთელმა ნიკო შლოტერბეკმა შეამჩნია: „შევნიშნე, რომ ზულე შემოვიდა, მაგრამ არავინ გავიდა. ამიტომ, მაშინვე დავთვალე ფეხბურთელები. მსაჯს ამის შესახებ ვაცნობე და ვფიქრობ, ეს რომ არ მეთქვა, დინგერტი ვერასდროს შეამჩნევდა ამას“.

გერმანიის ბუნდესლიგის რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში წერია, რომ მსგავს შემთხვევაში გუნდს წაგება უნდა ჩაეთვალოს. ასე რომ, შესაძლოა, მიუნხენური კლუბი დაისაჯოს უნებლიე შეცდომისთვის, არადა ნაგელსმანის შეგირდებმა 4:1 იმარჯვეს.

0.121829