სანაკრებო პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. შაბათს, 2 აპრილს, მე-6 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის „ტორპედომ“ შინ „სამგურალათან“ 0:2 წააგო. წყალტუბოელთაგან თავი პირველ ტაიმში ომარ პატარკაციშვილმა და დავით მაისაშვილმა გამოიჩინეს.
ბათუმის „დინამომ“ ასევე საკთარ კედლებში ვლადიმერ მამუჩაშვილის პენალტით 1:0 მოუგო „თელავს.“
გორის „დილამაც“ მინიმალური ანგარიშით სძლია „საბურთალოს.“ ერთადერთო გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.
დღის გვიან შეხვედრაში კი „დინამომ“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა „ლოკომოტივი.“ თბილისელები 28-ე წუთზე დაწინაურდნენ ბელარუსი დმიტრი ანტილევსკის გოლით. ტაიმის მიწურულს ბექა ბუიღლიშვილმა გაათანაბრა. 65-ზე კი თორნიკე კირკიტაძემ გამარჯვებისა გაიტანა, იმავე ანტილევსკის გადაცემოთ.
ლიდერი კვლავ „ბათუმია“ 13 ქულით. მეორე ადგილზე 12-ქულიანი „დილა.“ მესამეზე - თბილისის „დინამო“ (9 ქულა), ოღონდ თბილისელებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.