ჩოგბურთი

16:38 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე წყვილთა თანრიგში მარბელიას ტურნირის ჩემპიონი გახდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთში, მარბელიას ტურნირი წყვილთა თანრიგში მოიგო.

გორგოძემ წარმატებას რუმინელ ირინა ბარასთან ერთად მიაღწია. ქართულ-რუმინულმა დუეტმა ფინალში ვივიან ჰეისენისა და კატარინა კავას წყვილს სამ სეტში, 6:4, 3:6, 10:6 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე-ბარას წყვილი წარმატებულად ასპარეზობს და ეს უკვე WTA-ს მეხუთე ტურნირი იყო, რომელიც მათ ერთად მოიგეს. გორგოძე წყვილთა რეიტინგში 56-ე ადგილზეა, მაგრამ მარბელიაში ჩემპიონობის შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდება.

0.112076