კალათბურთი

1:30 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 11 ქულა "ვალენსიასთან"

ესპანეთის ლიგა ედნესაში მეოცე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ლენოვო ტენერიფე“ „ვალენსიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 88:92 დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კანარიელებს მესამე პერიოდი 13 ქულით რომ არ მოედოთ, ჩამორჩენა გაცილებით დიდი იქნებოდა.

გიორგი შერმადინმა 27:30 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა. გიორგი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ 15 მოგებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 აპრილს, შინ მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.

0.166058