ნიგერიის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" ნახევარმცველისთვის, ვილფრიდ ნდიდისთვის მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დასრულდა. როგორც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდი ივნისამდე გაგრძელდება.
ნდიდი "მელიებმა" 2017 წელს "გენკიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.