მადრიდის "რეალმა" "შახტარის" ბრაზილიელი მარჯვენა ფლანგის გარემარბი ვინისიუს ტობიასი დაიმატა. როგორც უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი ესპანურ გუნდში იჯარის წესით 2022/23 წლების სეზონის დასრულებამდე ითამაშებს, ხოლო შემდეგ "რეალს" მისი გამოსყიდვა 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
ვინისიუსი "ინტერნასიონალის" აკადემიის აღზრდილია და დონეცკელებმა 2022 წლის იანვარში დაიმატეს. თუმცა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეაჩერა და ფეხბურთელს წასვლა მოუწია.