„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მარტის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
აღნიშნული აღიარება გიორგიმ მიმდინარე სეზონში პირველად, კარიერაში კი მეცხრედ მოიპოვა. მარტში შერმადინის მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 24.4 გამოდგა, რითაც თანაგუნდელ მარსელინო უერტასს აჯობა (23.4).
მარტში ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 17.2 ქულას, 6 მოხსნას, 1.4 პასს, 0.4 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი, როგორც ვთქვით, 24.4 იყო.
აქვე გეტყვით, რომ „ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას მორიგი ტურის შეხვედრას დღეს ჩაატარებს და „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.