ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრუნო ფერნანდეშთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და პორტუგალიელი კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„იუნაიტედის“ ვებგვერდის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ხელფასის ზრდას ითვალისწინებს და მასში არის პუნქტი ერთი წლით (2027 წლამდე) მისი განახლების ავტომატური ვარიანტიც.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერმა“ 2020 წელს „სპორტინგიდან“ დაიმატა და მას შემდეგ 117 თამაშში 49 გოლის გატანა მოახერხა.