გორის „დილამ“ უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი დაიმატა. ინფორმაცია ქართული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
25 წლის უკრაინელი კარის დარაჯი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
დანილო კანევცევს აქამდე ხარკოვის „მეტალისტში“, ოდესას „ჩერნომორეცსა“ და პოლტავას „ვორსკლაში“ უთამაშია, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.