ფეხბურთი

18:05 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "უკრაინაში ხალხი იხოცება და ჩვენ სუპერლიგაზე ვკამათობთ"

„პარი სენ ჟერმენისა“ და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ სუპერლიგაზე ისაუბრა და „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „რეალის“ პრეზიდენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, სუპერლიგას მომავალი არ აქვს, რადგან ფეხბურთელი სახალხო სპორტია. მიუხედავად ამისა, ისინი ფურცლების ფრიალს მაინც აგრძელებენ.

„უკრაინაში ხალხი იხოცება, არ აქვთ ღამის გასათევი ადვილი და ჩვენ სუპერლიგაზე ვკამათობთ? სამ კლუბს, რომელსაც ეს სურს, არ აქვთ გრძელვადიანი ფინანსური ხედვა. იციან, რომ შანსი არ აქვთ და აგრძელებენ ლაპარაკს სუპერლიგის იურიდიულ კონტრაქტებზე. ფეხბურთი სახალხო სპორტია და არა იურიდიული კონტრაქტი, ისინი კი ამ ფურცლებს მაინც აფრიალებენ. ცხადია, მეც მინდა დიდი მატჩების თამაში, რა თქმა უნდა, ვიცი, რა სურს გულშემატკივარს, მაგრამ ვერავის ვეტყვით: „შენ პატარა კლუბი ხარ და ვერ ითამაშებ“. ეს უნდა იყოს ღია სისტემა, მთელი ორგანოს დაქვემდებარებაში, რომელიც ყველას პატივს სცემს.

ფლორენტინო პერესს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შევხვდი და მასთან ძალიან მკაცრი ვიყავი. ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნები მასთან დიალოგით, მაგრამ თუ ის ჩემს ზურგს უკან რაღაცებს აკეთებს და გააკეთებს, მაშინ არ მაინტერესებს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

0.122651