ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ორგანიზაციის 72-ე კონგრესზე, რიმელიც დღეს, 31 მარტს გაიმართა ყატარულ დოჰაში, განაცხდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ გამართვა საზოგადოებისთვის არავის შეუთავაზებია. ჯერ კარგადაა შესასწავლი რამდენად მოხერხებული იქნება ასეთი ციკლი.
შეგახსენებთ, რომ ინფანტინოს ბოლო დროს ხშირად უსაუბრია მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების სიკეთეებზე, განსაკუთრებით პროექტის ფინანსურ მომგებიანობაზე.