ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 86-ე პოზიციიდან 85-ე ადგილზე გადაინაცვლა. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩით 7.07 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, თუმცა მხოლოდ ერთი საფეხურით შეძლო წინსვლა.
საქართველოს ამ დროისთვის ჯამში 1276.31 ქულა აქვს და უკან უგანდის ნაკრების მოიტოვა, მაგრამ ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება მის წინ მყოფ ბენინს, უზბეკეთსა და ჰონდურასს.
...83. უზბეკეთი - 1286
84. ბენინი - 1284
85. საქართველო - 1276
86. უგანდა - 1275
87. ზამბია - 1267
ფიფას რეიტინგის მთავარი ცვლილება ათეულს და პირველ პოზიციას შეეხო. ბრაზილიის ნაკრებმა ბელგიას გადაასწრო და ამრიგად, რეიტინგის სათავეში მოექცა. ათეულში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა, მექსიკამ დანიის ნაცვლად მეცხრე პოზიცია დაიკავა.
1. ბრაზილია - 1832 ქულა
2. ბელგია - 1827
3. საფრანგეთი - 1789
4. არგენტინა - 1765
5. ინგლისი - 1761
6. იტალია - 1723
7. ესპანეთი - 1709
8. პორტუგალია - 1674
9. მექსიკა - 1658
10. ნიდერლანდები - 1658
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4 მოგება, 1 ფრე), ბოლო ოთხი მატჩია კი გოლი არ გაუშვია. ვილი სანიოლის გუნდმა მარტში ჯერ ბოსნია-ჰერცეგოვინას სტუმრად მოუგო (1:0), ხოლო შემდეგ ტირანაში, ალბანეთს უგოლოდ დაუზავდა. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგი ასეთია: ჩრდილოეთ მაკედონია 62-ე ადგილი, ბულგარეთი 73-ე პოზიცია და გიბრალტარი 203-ე საფეხური. აქვე გეტყვით, რომ ფიფას რეიტინგი 23 ივნისს განახლდება.