ფეხბურთი

2:25 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძემ რუსული გუნდი დატოვა

საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ „უფასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და რუსეთი დატოვა. ინფორმაცია როგორც ფეხბურთელმა, ისე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურეს.

„დროა დაგემშვიდობოთ. ეს 5 წელი, რაც თქვენთან ერთად გავატარე, საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში, ყოველთვის ვცდილობდი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გამეღო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, პერსონალს და გულშემატკივარს, ვისგანაც მხარდაჭერას ვგრძნობდი. მომენატრებით და გიქომაგებთ“, - წერს ქართველი მცველი სოციალურ ქსელში.

26 წლის მცველი „უფაში 2017 წლიდან თამაშობდა და 90 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „საბურთალოს“, „გენტისა“ და „ურალის“ წევრი იყო. საქართველოს ნაკრებში ტაბიძის აქტივში 14 თამაში და 1 გოლია.

0.113941