თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.
125 კგ წონით კატეგორიაში, როგორც მოსალოდნელია, ფინალში გენო პეტრიაშვილი და ტაჰა აკგული დაუპირისპირდებიან. გენომ მეოთხედფინალში იტალიელ აბრაჰამ რუანოს 11:0 და ნახევარფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 2:1 მოუგო. ქართველი ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა, მაგრამ მარცხი განიცადა. გენომ პირველი პერიოდი 0:5 წააგო და მეორე პერიოდის დასაწყისში 2 ქულა მოიპოვა, მაგრამ სიტუაცია ვეღარ გამოასწორა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სულავამ პირველ წრეში იტალიელ ფრან ჩამიზოსთან 2:10 წააგო, მაგრამ იტალიელი ფინალში გავიდა და ქართველი ბრინჯაოს მედლის შანსი შეინარჩუნა, რაც გამოიყენა. სულავამ რეპეშაჟში თურქ სონერ დემირტაშს მოუგო, ხოლო შემდეგ სომეხ ჰრიარ ალიხანიანს 17:5 აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ სომეხ ჰოვჰანეს მხითარიანს იოლად, 10:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ ფეიზულა აკტურქთან წააგო (2:5) და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ხალიჩაზე. მან მოლდოველი გეორგი რუბაევი 7:2 დაამარცხა და ბრინჯაო მოიპოვა.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა - 1 ოქრო (ზურაბ იაკობიშვილი), 1 ვერცხლი (გენო პეტრიაშვილი), 4 ბრინჯაო (მირიან მაისურაძე, გიორგი სულავა, ბექა ბუჯიაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე).