ფეხბურთი

23:23 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტორეირას ბედი "ფიორენტინას" და "არსენალის" მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება

ლონდონის "არსენალი" მზადაა ლუკას ტორეირა ფლორენციის "ფიორენტინაში" გაასხვისოს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" და "იები" უახლოეს მომავალში მოლაპარაკებას დაიწყებენ და "არსენალი" მზადაა ფეხბურთელი გამოსასყიდი თანხის (15 მილიონი ევრო) სანაცვლოდ დათმოს.

ურუგვაის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ინგლისელებმა "ფიორენტინაში" გასული წლის ზაფხულში გაანათხოვრეს. მას შემდეგ ლუკასმა იტალიის ჩემპიონატის 25 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. აღნიშნულ იჯარაში "იებმა" 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს.

0.126351