ფეხბურთი

21:28 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილის და სილესენის კონკურენციაზე: "ბორდალასმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს"

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გიორგი მამარდაშვილისა და იასპერ სილესენის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი მათ კონკურენციაზეა.

წყაროს თანახმად, ხოსე ბორდალასს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რომელი ითამაშებს 23 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში „ხეტაფესთან“. თანაც, ეს გადაწყვეტილება ახლა გამოიკვეთება, უახლოეს მატჩებში.

“თუ ვინმე ფიქრობს, როგორი იქნება „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობა 23 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში, ეჭვგარეშეა, რომ მასში შეიყვანს ტიერის, გაიას, პაულისტას, სოლერს, გედეშს, თუ საქმეში ტრავმები არ ჩაერია. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითადი შემადგენლობის უმეტესი ადგილი განსაზღვრულია. თუმცა, არის პოზიცია, რომელზეც ყველაზე მეტი კითხვის ნიშანია - მეკარე. სეზონი მამარდაშვილმა დაიწყო, სილესენმა მას ადგილი ძირითადში წაართვა, შემდეგ ტრავმა მიიღო და შანსი ხაუმეს გაუჩნდა. ბოლო თვენახევარია მამარდაშვილმა სასტარტოში ადგილი კიდევ ერთხელ დაიმკვიდრა. თუმცა, სილესენი გამოჯანმრთელდა და გადაწყვეტილება ბორდალასმა უნდა მიიღოს.

სილესენს 22 იანვრიდან არ უთამაშია. თუმცა, თუ ტრავმიდან სამი თვის შემდეგ უთამაშებელი სილესენი არ ითამაშებს უახლოეს რამდენიმე შეხვედრას, მაშინ ფინალში მისი თამაშის შანსი საგრძნობლად შემცირდება, რადგან ოთხი თვის უთამაშებელი იქნება. ამიტომ, მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სტატისტიკა

ჩატარებული მატჩები: მამარდაშვილი 14 - სილესენი 15

გაშვებული გოლები: მამარდაშვილი 14 - სილესენი 26

მშრალი მატჩები: მამარდაშვილი 7 - სილესენი 3

სეივი საშუალოდ მატჩში: მამარდაშვილი 3 - სილესენი 3

სატრანსფერო ღირებულება: მამარდაშვილი 5 მილიონი - სილესენი 4 მილიონი

მიმდინარე სეზონი ორივე მეკარისთვის მთებივით დაიწყო. ნიდერლანდელი დაშავდა და მამარდაშვილს სასტარტოში გზა გაეხსნა, თუმცა ის ინარჩუნებდა სასტარტოში ადგილს, როცა იასპერი გამოჯანმრთელდა. სილესენმა ეს აშკარად არ მიიღო კარგად, რადგან ჯერ კიდევ ზაფხულში ბორდალასმა უთხრა, რომ ძირითადი მეკარე ის იქნებოდა. თუმცა, აგრძელდება მუშაობას და სევილიაში გიორგის შეცდომების შემდეგ ძირითადში დაბრუნდა.

ამასობაში, მამარდაშვილიც ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ ბორდალასი ყოყმანის მიუხედავად შანსს არ აძლევდა, პირიქით, იასპერი მაღალ დონეზე თამაშობდა, გიორგი მორალურად დაეცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ თასზე ხაუმე თამაშობდა. ისე ჩანდა, რომ ქართველისთვის წელი ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ სილესენის ახალმა ტრავმამ მას კარი ისევ გაუღო, რითაც ისარგებლა. ბოლო ხუთ თამაშში გოლი მხოლოდ ერთხელ გაუშვა, საჰაერო ორთაბრძოლებსა და გრძელ პასებში შესამჩნევი პროგრესი აჩვენა, რაც მანამდე მის მთავარ სუსტ წერტილად ჩანდა.

საბოლოო გადაწყვეტილებას ბორდალასი მიიღებს, ობიექტურს თუ სუბიექტურს. სიმართლე ისაა, რომ როდესაც მას აქამდე უწევდა არჩევანის გაკეთება, მეკარეებს შორის ბალანსი ყოველთვის უთანასწორო იყო, რაც ბორდალასის არჩევანს აადვილებდა. სეზონის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ სილესენი გამოჯანმრთელებული იყო, გიორგი ისევ თამაშობდა, ხოლო როცა ნიდერლანდებს სუსტი მატჩები ჰქონდა, მაინც მას ენდობოდა. დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ მამარდაშვილი უკეთეს ფორმაშია, არა მარტო მისი სტატისტიკის გამო, არამედ სამწვრთნელო შტაბში მიაჩნიათ, რომ გიორგი თუ ამ ტემპში გააგრძელებს, დიდი მეკარეების დონეს მიაღწევს. თუმცა, ბორდალასმა ისიც არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის გამოცდილება საკვანძო ფაქტორია და ამ მხრივ სილესენს უპირატესობა აქვს. აღსანიშნავია, რომ სილესენი ამ პერიოდში კლუბთან ერთად ემზადებოდა, მაშინ, როცა გიორგი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იყო“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, ბოლო ოთხ შეხვედრაში ზედიზედ და 387 წუთია გოლი არ გაუშვია.

0.131597