კალათბურთი

16:32 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP სეზონში მესამედ გახდა (+VIDEO)

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურის MVP გახდა. ეს წოდება გიორგიმ შენონ ევანსთან ერთად გაიყო, რადგან მე-18 ტურში ორივეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 ჰქონდა.

შერმადინმა „ბეტისთან“ 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, მან 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მე-18 ტური ჯერ კიდევ გუშინ დასრულდა, სწორედ „ტენერიფე“ – „ბეტისის“ გადადებული მატჩით.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშე მესამედ გახდა. მანამდე ეს მე-11 და 24-ე ტურში მოახერხა.

0.116246