ფეხბურთი

15:55 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფანების ვანდალიზმი ნიგერიაში, არის მსხვერპლიც (+VIDEO)

ნიგერიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრების გაცხარება გამოიწვია.

ნიგერიამ აბუჯაში განას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პირველ შეხვედრაში გუნდები უგოლოდ დაზავდნენ. ვინაიდან, აფრიკაში სტუმრად გატანილი გოლის წესი ისევ ძალაშია, მუნდიალის საგზური განის ნაკრებმა მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ნიგერიელი ფანები მოედანზე შევარდნენ და სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტებსაც. ფეხბურთელებმა გასახდელში შესვლა მოასწრეს და ფანების აგრესიას გადაურჩნენ.

თუმცა, მსხვერპლის გარეშე მომხდარი მაინც არ დასრულებულა. ნიგერია-განის მატჩზე ზამბიელი ექიმი ჯოზეფ კაბუნგო მუშაობდა, რომელიც გულშემატკივრებმა სასტიკად სცემეს, მან გონება დაკარგა, მოგვიანებით კი ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს და გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ „სუპერ არწივებს“ მსოფლიოს ჩემპიონატზე 6-ჯერ უთამაშიათ - 1994, 1998, 2002, 2010, 2014 და 2018 წლებში.

0.115279