სხვა

3:17 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უსიკის და ჯოშუას რემატჩი სავარაუდოდ ივნისში გაიმართება

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ენტონი ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰერნი ვარაუდობს, რომ უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან რემატჩი ივნისში გაიმართება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უსიკი კიევში დაბრუნდა და იარაღი აიღო ხელში. თუმცა ახლახანს, ჯოშუასთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად, ქვეყანა დატოვა.

35 წის უსიკმა, ვინც კრეისერის წონაში (91 კგ) მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონია, ჯოშუა სექტემბერში დაამარცხა და WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის მძიმე წონის ტიტულები ჩამოართვა. 33 წლის ჯოშუამ მაშინვე რემატჩი მოითხოვა, რის უფლებასაც კონტრაქტი აძლევდა.

უსიკის უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნების შემდეგ, ჰერნმა განაცხადა, რომ ჯოშუას ალბათ სხვა მოკრივესთან მოუწევდა ბრძოლა. მაგრამ ჩემპიონმა თავისი ტიტულების დაცვაზე უარი არ თქვა. ჰერნმა გამოითვალა დრო, რაც უსიკს მოსამზადებლად დასჭირდება და ვარაუდობს, რომ რემატჩის ჩასატარებლად, ივნისი შესაფერისი თვეა.

ჰერნი ამბობს, რომ საჩემპიონო ბრძოლის მასპინძლობა ბევრ ქვეყანას სურს. ყველაზე სარფიანი შეთავაზება ახლო აღმოსავლეთიდან არის. თუმცა ის არც ლონდონს გამორიცხავს. ადგილი და თარიღი, უსიკის პრომოუტერ ალექს კრასიუკთან არის შესათანხმებელი. ჰერნი ამბობს, რომ 1-2 კვირაში მოლაპარაკება დაიწყება.

0.117603