სხვა

13:12 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის გრან პრის გათამაშებაზე საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

ეგვიპტეში გამართული 2022 წლის გრან პრის გათამაშება საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა. ტურნირის გამარჯვებული გიორგი გამჯაშვილი გახდა, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ფინალში თანამემამულე ბაჩუკი შელია დაამარცხა. შესაბამისად შელია ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ გამჯაშვილმა ნახევარფინალში რევანში აიღო ესპანელ პარასპორტსმენთან, რომელთანაც ტოკიოს პარალიმპიადაზე დამარცხდა.

მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ნუკრი მიღრიჯანაშვილი. მან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი ბერიძემ კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, წრიული სისტემით იასპარეზა. ქართველმა ეგვიპტელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფრანგ და ბრიტანელ პარა ძიუდოისტებთან, ორივე ბრძოლა დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.118917