კალათბურთი

2:00 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის და გიორგი ბეჟანიშვილის კარგი თამაში G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეცხრე მარცხი განიცადა - 107:111.

თამაში დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ოვერტაიმმა გადაწყვიტა, ორივე ქართველმა კალათბურთელმა კი ითამაშა.

მამუკელაშვილმა 33 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა. ბეჟანიშვილმა 17 წუთში 6 ქულა, 12 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა.

„ვისკონსინ ჰერდი“ 8 მოგებით და 22 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრაში 2 აპრილს, „დელავერეს ბლუს“ დაუპირისპირდება. „გრანდ რაპიდს გოლდი“ 17 გამარჯვებით და 12 მარცხით მეხუთეა, 30 მარტს კი, „რეპტორსს“ უმასპინძლებს.

0.129475