ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში სევილიის „ბეტისი“ სტუმრად მალაგას „უნიკახას“ ესტუმრა და 80:96 დამარცხდა.
ბექა ბურჯანაძემ სევილიელთა რიგებში 21:32 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 ორქულიანი ააცილა. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.
„ბეტისი“ 6 მოგებით და 18 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 მარტს, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფეს“ სტუმრად შეხვდება.