ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ახალგაზრდულ ევროლიგაზე ასპარეზობა მექვსე ადგილზე დაასრულა.
ტურნირში სულ 8 გუნდი თამაშობდა და დებიუტანტმა ზაზას აკადემიამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. შედეგად, მეხუთე ადგილისთვის ფინურ „ჰელსინკის“ დაუპირისპირდა და 59:73 წააგო.
ფაჩულიას აკადემიიდან საუკეთესო ლუკა ალავიძე და ფრედერიკს მეინარტსი იყვნენ 14-14 ქულით, გიორგი ოჩხიკიძემ 12 ქულა მიითვალა.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ახალგაზრდულ ევროლიგაზე ოთხი თამაში ჩაატარა და ჯგუფურ ეტაპზე „მაკაბისთან“ 44:93 და „ბარსელონასთან“ 64:78 წააგო, ხოლო „ოლიმპიაკოსს“ 78:72 მოუგო.