ავტოსპორტი

19:38 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაგნუსენი: „ჰაასს“ მეხუთე ადგილიც შეუძლია

კვალიფიკაციის შემდეგ, კევინ მაგნუსენმა განაცხადა, რომ მისი „ჰაასი“ საკმაოდ სწრაფია იმისთვის, რომ მეხუთე ადგილი დაეკავებინა. მაგრამ დანიელმა კვალიფიკაცია მეათე ადგილზე დაასრულა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მანქანა სწორზე ძლიერ ხტუნაობს და ამის გამო, პილოტს კისრის არეში ტკივილები აქვს.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კისერში რაღაც გატყდა. ბოლო რამდნმე წრეზე, მანქანის კონტროლს ძლივს ვახერხებდი. მოსახვევებში თავი ძლივს მეჭირა. ამ დროს კი მანქანის უნაკლო კონტროლი შეუძლებელია. ამიტომ, მისი შესაძლებლობის სრულად გამოყენება ვერ შევძელი“, - ამბობს მაგნუსენი.

დანიელი პილოტი დასძენს, რომ მანქანის პოტენციალი, დაახლოებით ნახევარი წამით უკეთესი დროის საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში მან ნახმრი საბურავებით იასპარეზა, რამაც ასევე გავლენა იქონია შედეგზე. ყველაფრის შეჯერებით, ის ფიქრობს, რომ მეხუთე საუკეთესო დრო შესაძლებელი იყო.

0.117424