ფეხბურთი

18:16 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულოს

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

კიელინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მხარეების შეთანხმებით ის შესაძლოა ერთი წლით ადრე შეწყდეს. საქმე ისაა, რომ კიელინის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურდა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, ამიტომაც, გასულ წელს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა.

თუმცა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, რის გამოც ჯორჯო ფეხბურთიდან წასვლაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს. ეს გადაწყვეტილება ტრავმებითაც იქნება განპირობებული, რადგან 37 წლის მცველი ბოლო სამი სეზონია ხშირად ტრავმიანობს.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს და 552 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. ის მატჩების რაოდენობით გაეტანო შირეას ერთი კვირის წინ გაუტოლდა და მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705) და ჯანლუიჯი ბუფონს (685) ჩამორჩება „იუვეში“ თამაშების რაოდენობით. იტალიის ნაკრებში კიელინის ანგარიშზე 115 მატჩი და 8 გოლია, „სკუადრა აძურასთან“ ერთად ის ევროპის ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია 2021 და 2012 წლებში.

0.113467