ფეხბურთი

16:59 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ერიკსენთან ვარდნებს და ფიზიკურ კონტაქტს ვერიდებოდი"

კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრებში 287-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და მოედანზე შესვლიდან 2 წუთში, პირველივე შეხებით გოლით გაიტანა. ეს მან ნიდერლანდებთან სპარინგში გააკეთა, მატჩის მერე კი კრისტიანის შესახებ მატაის დე ლიხტმა ისაუბრა.

„იმ მომენტში თამაშზე უნდა იფიქრო, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ კრისტიანის ამ დონეზე დაბრუნებით. ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც გულშემატკივარი ძალიან ელოდა. ადვილი არ იყო მისთვის ვარდნის გაკეთება. უნდა ვაღიარო, რომ იყო მომენტები, როცა მასთან ფიზიკურად უხეშ კონტაქტს მოვერიდე. ჩვენ ფეხბურთელები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ადამიანები“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრებში გულის შეტევის შემდეგ პირველად ითამაშა, ნიდერლანდების ნაკრებმა სკანდინავიელთა წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი 4:2 მოიგო.

0.134034