ჰარუ ბაშო 9 გამარჯვებით დაასრულა ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტი ტურნირის ბოლო დღეს მე-11 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს წყვილის 30-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც მეტოქემ მე-17 გამარჯვება მიითვალა და ურთიერთშეხვედრების ბალანსი კიდევ უფრო გაზარდა. უშუალოდ დღევანდელი ბრძოლა დაძაბული გამოვიდა და იაპონელმა ტოჩი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.
გაზაფხულის სუპერტურნირი ქართველმა გოლიათმა 9:6-ზე ბალანსით დაასრულა და 2020 წლის ნოემბრის მერე დადებითი ბალანსი პირველად გაინაღდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური 8-დან 22 მაისის ჩათვლით გასამართ გაზაფხულის მეორე სუპერტურნირზე უფრო მაღალი წოდებით გამოვა. რაც შეეხება რაიტინგს, განახლებული ნუსხა 25 აპრილს გამოქვეყნდება.