კალათბურთი

1:57 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „გრან კანარიას“ ესტუმრა და 77:89 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა, მაგრამ მესამე პერიოდი ჩააგდო (11:25) და მარცხი განიცადა.

შერმადინი საუკეთესო იყო. გიორგიმ 30:58 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 9-დან 7 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა.

უნდა ითქვას, რომ გიორგი ორივე გუნდში ქულებითაც და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც საუკეთესო იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 14 მოგებით და 9 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 მარტს, შინ ბექა ბურჯანაძის „ბეტისთან“ ჩაატარებს.

0.134904