საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს და ბოლო ტურში ყველაფერი მის ხელშია.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველ ტურში გერმანიასთან წაგების შემდეგ (0:3) მეორე ტურში ჩეხეთთან 2:1 იმარჯვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველი ტაიმი საქართველომ ალექსანდრე ნარიმანიძის გოლით მოიგო, რასაც მეორე ტაიმში ჩეხებმა დანიელ რუსის გოლით უპასუხეს. გამარჯვების გოლი ლუკა პარკაძემ 77-ე წუთზე გაიტანა - 2:1. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი 55-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
ჯგუფს გერმანია ლიდერობს 6 ქულით, საქართველოს 3 ქულა აქვს, ხოლო ჩეხეთსა და შოტლანდიას - თითო-თითო. გერმანია უკვე გასულია ევროფორუმზე, რვა ჯგუფიდან 7 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გავა ევროპის ჩემპიონატზე, ასე რომ, საქართველო ბოლო ტურში 29 მარტს, მასპინძელ შოტლანდიასთან თუ წარმატებას მიაღწევს, 8 ჯგუფის 7 საუკეთესო მეორეადგილოსანში 6 ქულით დიდი ალბათობით მოხვდება.
ჩეხეთი - საქართველო 1:2 (0:1)
საქართველო: კოპალიანი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე (ცეცხლაძე 65), გობეშია, ხაჩიძე (ფარცვანია 89), პარკაძე, ალიბეგაშვილი, ციკოლია (ლორდქიფანიძე 65), სიგუა, რობაქიძე
გოლები: 0:1 ნარიმანიძე (35), 1:1 რუსი (63), 1:2 პარკაძე (77)