ავტოსპორტი

21:49 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი კვალიფიკაციას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა

ლუის ჰამილტონმა საუდის არაბეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია პირველივე ეტაპზე დაასრულა. ის 15 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა. მას მე-16 დრო ჰქონდა და „ასტონ მარტინის“ ნიკო ჰულკენბერგის უკან აღმოჩნდა. ამასთან, „ალფატაურის“ იუკი ცუნოდამ და „უილიამსის“ ნიკოლა ლაფიტიმ საერთოდ ვერ შეძლეს დროის დაფიქსირება.

2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰამილტონმა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო. ეს არ მომხდარა მანქანის დაზიანების გამო. ბოლოს ჰამილტონი კვალიფიკაციას ასე ადრე, მანქანის დაუზიანებლად, 2009 წელს (ბრიტანეთში) გამოეთიშა.

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ხელი მოეცარა, მისმა ახალმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა, რბოლის პირველ ნაწილში მეოთხე საუკეთესო დრო დააფიქსირა.

ჰამილტონმა განაცხადა, რომ მისი მრცხის მიზეზი, არასწორად მომართული მანქანაა. მისი თქმით, ბოლო თავისუფალ პრაქტიკაზე მანქანა უკეთ მუშაობდა. მაგრამ მეტის მიღწევის მიზნით, ინჟინრებს ზედმეტი მოუვიდათ და საქმე გაფუჭდა. მან იმედი გამოთქვა, რომ გუნდი რბოლისთვის უკეთ დაბალანსებულ მანქანას მოუმზადებს.

0.125898