ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებს სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელასთან მატჩი მისთვის „ალბისელესტეს“ მაისურით არგენტინაში ბოლო იყო.
„უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სიყვარულისთვის. ყოველთვის ვოცნებობდი იმ ყველაფერზე, რაც ამ მშვენიერ საღამოს განვიცადე. როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი არგენტინაში. მადლობა, მადლობა და კიდევ ათასჯერ მადლობა. მინდა, მთელ გუნდს მივულოცო გამორჩეული თამაში“, - დაწერა დი მარიამ.
ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ანხელ დი მარია სანაკრებო კარიერას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.