ფეხბურთი

11:26 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძე პოლონურ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე კარიერას შჩესტოჩოვას „რაკუვში“ გააგრძელებს. პოლონური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ლუკა „რაკუვში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. 19 წლის ფეხბურთელი ბოლოს „ურალში“ თამაშობდა, თუმცა მოსკოვის „დინამოს“ საკუთრებაშია, რომელთანაც კონტრაქტი შეაჩერა.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა კარგად ვითამაშო და გუნდს დავეხმარო უფრო მეტად განვითარებაში“, - თქვა 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„წესებში შეტანილმა ცვლილებებმა მოგვცა საშუალება ტრანსფერი გაგვეკეთებინა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია კარგი ტექნიკით. ჩვენთვის კიდევ ერთი ვარიანტი იქნება მოედნის ცენტრში. გვჯერა, რომ სწრაფად მოერგება გუნდს დაეხმარება ამ სეზონის გადამწყვეტ მატჩებში“, - თქვა პოლონელთა სპორტულმა დირექტორმა რობერტ გრაფმა.

შეგახსენებთ, „რაკუვში“ კიდევ ერთი ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი, ვაკო გვილია თამაშობს. პოლონური გუნდი ექსტრაკლასაში 26 ტურის შემდეგ 52 ქულით მეორე-მესამე ადგილებს პოზნანის „ლეხთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „პოგონს“ კი ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1644