ავტოსპორტი

3:02 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ სწორზე სიჩქარის გაზრდას ცდილობს

მიუხედავად იმისა, რომ ლუის ჰამილტონმა ბაჰრეინის რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა, ეს მაინც არ იყო „მერსედესის“ სარბოლო ავტომობილის დამსახურება. უბრალოდ, „რედ ბულს“ არ გაუმართლა. სამქიმიანებისახალი მანქანა არ იყო მზად იმისთვის, რომ ხარებისთვის და „ფერარისთვის“ კონკურენცია გაეწია.

რა თქმა უნდა, „მერსედესი“ სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ მანქანის დიდი განახლება ევროპულ რბოლებამდე მოსალოდნელი არაა. თუმცა გუნდმა ჯედასთვის რამდენიმე სიახლის მომზადება მაინც შეძლო.

„მერსედსის“ ტექნიკურ დირექტორ ჯეიმს ელისონის თქმით, W13-ის მთავარი უარყოფითი თვისება ისაა, რომ სწორ მონაკვეთებზე მანქანა ხტუნაობს. ამას კი ჩაჭიდების გაუარესება მოჰყვება, აქედან გამომდინარე შედეგებით. ინჟინრები ამ ეფექტს ჯერჯერობით კლირენსის გაზრდით ებრძვიან, მაგრამ ეს წრეზე დროს მაინც აუარესებს.

პრობლემის მოგვარების მეორე მცდელობა, უკანა ფრთის ფართობის გაზრდა იყო, რამაც ჩაჭიდების ძალა გაზარდა. თუმცა შედგად მოჰყვა ის, რომ ასევე გაიზარდა შემხვედრი წინააღმდეგობა, რასაც შედეგად სწორზე მაქსიმალური სიჩქარის ვარდნა მოჰყვა.

ჯედას ტრასა საქალაქო კი არის, მაგრამ სწრაფი მოსახვევებით გამოირჩევა და შესაბამისად, მანქანის სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეფექტების შესამსუბუქებლად, გუნდმა სამი სიახლე მოამზადა.

პადოკში ამბობენ, რომ „მერსედესმა“ ბაჰრეინში ძრავი მაქსიმალური დატვირთვით არ ამუშავა, რათა მის რესურსს გაფრთხილებოდა. ჯედაში კი სიმძლავრეს მოუმატებენ. ამას სიჩქარის ზრდა უნდა მოჰყვეს.

დანარჩენი ორი სიახლე აეროდინამიკას უკავშრდება. ერთია გადაკეთებული უკანა ფრთა. მისი ზედა, მოძრავი სექტორის ზედა ნაწილი მოჭრეს (ფოტოზე სხვაობა წარწერების კიდიდან დაშორებას ეტყობა), რამაც წინააღმდეგობა უნდა შეამციროს. ასევე შეიცვალა ძირითადი სექტორის ფორმა.

კიდევ ერთი სიახლე, მანქანის ძირის უკანა ნაწილს ეხება. წრეში ჩანს დიფუზორის გვერდით ნაწილებში გაჩენილი ზორბა ჭრილები, რომელთა დანიშნულება ისაა, რომ დიფუზორის ეფექტურობა შეამციროს. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ხტუნაობის ეფექტის (პორპოსინგის) შემცირება. მაგრამ შესაძლებელი გახდება მანქანის სტაბილურობის გაუმჯობესება.

0.128698