ფეხბურთი

13:39 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაი და ეკვადორი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა და მუნდიალის კიდევ ორი მონაწილე გაირკვა - ურუგვაი და ეკვადორი.

ეკვადორის ნაკრებმა პარაგვაისთან სტუმრად 1:3 წააგო, მაგრამ ბოლო ტურის წინ 25 ქულით მესამე ადგილზეა და ოთხეულს მიღმა დარჩენა ნამდვილად არ ემუქრება.

ასევე 25 ქულა აქვს ურუგვაის, რომელმაც უშუალო კონკურენტ პერუს 1:0 აჯობა და ყატარში თამაშის უფლება გაინაღდა. ახლა კონმებოლში მხოლოდ მეხუთე ადგილის ბედია გადასაწყვეტი, რომელზეც პრეტენზია ბოლო ტურის წინ სამი გუნდი აცხადებს - პერუ (21 ქულა), კოლუმბია (20) და ჩილე (19).

ეს კი, ის 19 გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა: ყატარი, გერმანია, დანია, ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, არგენტინა, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი, ეკვადორი, ურუგვაი.

0.116078