ფეხბურთი

11:43 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიო: "ძალიან მტკივა, იმ პენალტებზე მთელი ცხოვრება ვიფიქრებ"

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის (0:1) და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთელი ცხოვრება ემახსოვრება პენალტები, რომლებიც შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ გაიტანა.

„რთულია ამ ყველაფრის ახსნა, ძნელია პასუხის პოვნა. მტკივა, ძალიან მტკივა. დიდი იმედგაცრუებაა. ახლა მიჭირს პასუხის პოვნა, გულწრფელი ვარ, ახლაც არ მჯერა. ბევრი მომენტი შევქმენით და ვდომინირებდით. სამწუხაროდ, შეტევების დასრულება ვერ მოვახერხეთ, ეს არ არის ვინმეს ბრალი, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა შევხედოთ.

კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, მატჩებს ვიგებდით და ევროპის ჩემპიონატის მოვიგეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მცირე შეცდომები დავუშვით, რამაც განსხვავება გამოიწვია.

შვეიცარიასთან გაცუდებული პენალტები? სიმართლე გითხრათ, რთულია. როგორც ვთქვი, რეალობას უნდა შევხედოთ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ეს მეც მაწუხებს. მტკივა, როცა პენალტებზე ვფიქრობ და სამწუხაროდ, მთელი ჩემი ცხოვრება ვიფიქრებ. ორჯერ მივედი პენალტის დასარტყმელად და თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე, ვერ გავახარე ქვეყანა, ეს არის ის, რისი ტარებაც მთელი ცხოვრება მომიწევს და ძალიან მძიმეა“, - თქვა ჟორჟინიომ.

შეგახსენებთ, ჟორჟინიომ შესარჩევი ეტაპის ორ მატჩში, ორჯერვე შვეიცარიასთან პენალტი ვერ გაიტანა, არადა, ერთ-ერთი რომ გაეტანა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფის გარეშე გავიდოდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში 29 მარტს, სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება.

0.110889