სხვა

2:14 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონი ჯეიკ პოლთან ბრძოლას მხოლოდ მილიარდი დოლარის ფასად დათანხმდება

მაიკ ტაისონმა ცოტა ხნის წინ, ჯეიკ პოლის სარფიანი შეთავაზება უარყო. რინგზე პოპულარულ იუთუბერთან გასასვლელად, მას 49 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ. მაგრამ რკინის მაიკმა ფულზე უარი თქვა. უბრალოდ, პოლს თავის სწორედ ახლაც არ თვლის, როდესაც 55 წლისაა, პოლზე 30 წლით უფროსი.

ერთ-ერთი სატელევიზიო თოქ შოუს დროს, ტაისონს პოლთან შესაძლო შეხვედრაზე კითხვა დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ არაფერი იცის ამ კონტრაქტის შესახებ. თუმცა ისიც დაამატა, რომ ბრძოლაზე დათანხმდება, თუ პოლი მის ფინანსური მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს.

„ამაზე არაფერი ვიცი. მასთან ერთად მომიწევია, მასთან ერთად რაღაც საქმეც გამიკეთებია. მაგრამ ბრძოლაზე არაფერი მსმენია. არცთუ დიდი ხნის წინ, მასთან ერთად სენტ ბარტსში წვეულებაზე ვიყავი. იქ მას ამაზე არაფერი უთქვამს. და ამაზე არც არავისგან გამიგია რამე. თქვენგან გავიგე. ეს ძალიან ძვირი საქმეა. ჩვენ უფრო მეტი ტანხა უნდა მივიღოთ“, - ამბობს ტაისონი.

და კითხვაზე, რა თანხაზე დათანხმდება ბრძოლას, ტაისონი პასუხობს - „მილიარდ დოლარად“.

0.113569