ფეხბურთი

23:12 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი: "ყველასთვის აჯობებს მესი კლუბს თუ დატოვებს"

„პარი სენ ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა ლიონელ მესი გააკრიტიკა.

მესიმ „ბორდოსთან“ ბოლო თამაში ფიზიკური პრობლემების გამო გამოტოვა, მაგრამ არგენტინის ნაკრების შეკრებაზე ვენესუელასთან და ეკვადორთან სათამაშოდ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, როტენმა ფრანგულ მედიასთან ბრაზი არ დამალა.

„არ მიკვირს, რომ ნაკრებში წავიდა, მაგრამ არის რაღაცები, რაც მაცოფებს. ის არ არის ერთადერთი, ვინც ამას აკეთებს, „პარი სენ ჟერმენში“ ასეთი ფაქტები რამდენიმე წელია ხდება. სამხრეთამერიკელები ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში არ არიან და კლუბში არ თამაშობენ, მაგრამ შემდეგ თავიანთ ნაკრებებში სათამაშოდ მიდიან. ყველასთვის კარგი იქნება, თუ მესი პსჟ-ს ივნისში დატოვებს. ფეხბურთელსა და კლუბის გარემოს შორის სიყვარული არასდროს ყოფილა“, - თქვა როტენმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

0.112625