ფეხბურთი

20:55 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიო ზაფხულში სავარაუდოდ სერია A-ში დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა იტალო-ბრაზილიელ ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ფრანკო ლეონეტი იტყობინება, რომ მას დაუდასტურეს „იუვენტუსსა“ ჟორჟინიოს აგენტს შორის აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც მოწინავე პოზიციაზეა. „იუვე“ რეჯისტას ეძებს და ჟორჟინიო მათ სიაში პირველი წერია. ტრანსფერი არც იტალიის ნაკრების საყრდენის აგენტმა გამორიცხა:

„ჩელსის“ ფილოსოფიაა კონტრაქტების ბოლო მომენტში განახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერია A-ში დაბრუნდება. იტალიაში თამაშის სურვილი მას ყოველთვის აქვს. „იუვენტუსი“ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი იქნება? არ გამოვრიცხავ, რომ მათ გავითვალისწინებთ“, – თქვა ფეხბურთელის აგენტმა ჟოაო სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო იტალიის მოქალაქეა და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ის „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობს, მანამდე „ნაპოლისა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა.

0.126781