ფეხბურთი

19:12 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩემ" იოზილი შემადგენლობიდან გარიცხა

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ მესუთ იოზილი და ოზან ტუფანი შემადგენლობიდან გარიცხა. ამის შესახებ თურქული კლუბი იტყობინება.

განცხადებაში ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტებული არაა, უბრალოდ ნათქვამია, რომ ისინი შემადგენლობაში აღარ არიან.

მესუთ იოზილს „ფენერბაჰჩესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში სეზონში მან თურქეთის სუპერლიგის 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.118131